მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება - კვირის პალიტრა

მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს, შაბათს, გაიმართება. კომისიის სხდომაზე წამოაყენეს ალტერნატიული წინადადებაც, რომ არჩევნები დანიშნულიყო 16 ივლისს, თუმცა, ამ წინადადებას ცესკოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. 2014 წლის 12 ივლისს გამგებელს - 13 მუნიციპალიტეტში, მერს კი 8 თვითმმართველ ქალაქში აირჩევენ.