პატრიარქი ბერლინში გაემგზავრა - კვირის პალიტრა

პატრიარქი ბერლინში გაემგზავრა

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბერლინში სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად გაემგზავრა. პატრიარქის პრესმდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქს მკურნალობა ხერხემალსა და გულზე დასჭირდება. უწმინდესი გერმანიაში, სავარაუდოდ, სამი კვირა დარჩება. კათოლიკოს-პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გასული წლის აგვისტოშიც იმყოფებოდა.