უვადო პატიმრობა შეეცვალათ
14-07-2014
2002 წელს "თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე საკუთარ სახლში მოკლეს. გია  გვიჩიანი და ნიკა ჩემია ამ მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ უდანაშაულონი არიან და გათავისუფლებას ითხოვენ. მათი საჩივარი სააპელაციო სასამართლომ განიხილა და მათი გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა, მოსამართლემ უვადო პატიმრობა გააუქმა და ჩემიასა და გვიჩიანს 20-20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2012 წლის ამნისტიის შედეგად მათ მოეხსნათ სასჯელის 1/4 და თავისუფლების 15 წლით აღკვეთა განესაზღვრათ,
რომელიც დაკავების დღიდან აითვლება. გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით