უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ჰეროინი - კვირის პალიტრა

უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ჰეროინი

შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც სატვირთო ავტომობილით დაახლოებით 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი გადაჰქონდათ. სატვირთო ავტომობილში, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა, სამართალდამცველებმა 93 ცალი 30-კილოგრამიანი კასრი თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს. წინასწარი ცნობით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 80% სუფთა ჰეროინს შეიცავს (ვრცლად იხ. გვ 6,7).