უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ჰეროინი
14-07-2014
შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც სატვირთო ავტომობილით დაახლოებით 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი გადაჰქონდათ. სატვირთო ავტომობილში, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა, სამართალდამცველებმა 93 ცალი 30-კილოგრამიანი კასრი თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს. წინასწარი ცნობით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 80% სუფთა ჰეროინს შეიცავს (ვრცლად იხ. გვ 6,7).

nina
16 ივლისი 2014 23:14
ეს ის ჰეროინია,ოლიფა რომ ა




ეს ის ჰეროინია,მერე ოლიფად რომ გადაკვალიფიცირდა?











luxo
14 ივლისი 2014 10:19
არის მიუტეველი დანაშაულებები: ნარკოტიკების გავრცელება, ნარკოტიკებით ვაჭრობა, და ნარკოტიკების შეთავაზება მოზარდდათვის, ამ კატეგორიის დანაშაულებებს მიეკუთვნება.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?