უგულავას სარჩელი არ განიხილეს - კვირის პალიტრა

უგულავას სარჩელი არ განიხილეს

სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის სარჩელი არ განიხილა, შესაბამისად, უგულავა ციხეში დარჩა. როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც საჩივრის ავტორებს წარმოუდგენიათ ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიების მართლზომიერებაზე. სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ბრალდებულს ერთ საქმეზე შეფარდებული აქვს პატიმრობა, ხოლო ზოგიერთ საქმეზე სასამართლომ მას არ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება, არ შეიძლება გახდეს მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი.