აბაშიძე კარასინს შეხვდა - კვირის პალიტრა

აბაშიძე კარასინს შეხვდა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ-კულტურული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების თაობაზეც. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ასოცირების შეთანხმება არანაირად არ უშლის ხელს რუსეთთან ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.