რუსეთთან საავიაციო მიმოსვლა აღდგება
14-07-2014
რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა 15 სექტემბრიდან აღდგება. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ გააკეთა. "რუსეთის ფედერაციის მხრიდან, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მივიღეთ ოფიციალური ნოტა, რომლის მიხედვითაც რუსეთი ორ ქვეყანას შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენას გვთავაზობს. ნოტაში მოცემულია, რომ თავდაპირველად რეგულარული რეისები აღდგება თბილისი-მოსკოვი და მოსკოვი-თბილისის მიმართულებით." - განაცხადა მიქელაძემ. შეგახსენებთ, საქართველოსთან საავიაციო მიმოსვლა რუსეთმა ცალმხრივად 2006 წელს შეწყვიტა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით