საქართველოს აპატურაი სტუმრობდა - კვირის პალიტრა

საქართველოს აპატურაი სტუმრობდა

საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სტუმრობდა. ორდღიანი ვიზიტის ძირითადი მიზანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვა და ქართულ მხარესთან ერთად ახალ პაკეტზე მუშაობა იყო. ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი შეხვდა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. მისი თქმით, ის სამუშაო პაკეტი, რომელიც მომავალ სამიტზე დამტკიცდება, მიზნად საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს და საქართველოს ნატოში გაწევრების გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.