შევარდნაძე გარდაიცვალა
14-07-2014
ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსის გარდაცვალებას საერთაშორისო მედია და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები აქტიურად გამოეხმაურნენ. სასამძიმრო განცხადებები გაავრცელეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა და ა.შ. ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. 13 ივლისს დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრნენ: საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, უცხოელი სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ: აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი ჰანს დიტრიხ გენშერი, ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა, დიდი ბრიტანეთი
დან ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეჩერის მრჩეველი ლორდი პაუელი, შვეიცარიის ფედერალური კანცლერი სამუელ შმიდტი და ა.შ.  
ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით