ტრაგედია უკრაინაში
21-07-2014
ტრაგედია უკრაინაში
უკრაინაში, დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 283-ვე  მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა; მათგან 154 - ჰოლანდიის, 45 - მალაიზიის, 27 კი ავსტრალიის მოქალაქე იყო. ბორტზე იყვნენ ასევე ბრიტანეთის, ბელგიის, ფილიპინებისა და კანადის მოქალაქეებიც. კატასტროფას გადაურჩა ერთი მგზავრი, რომელმაც აეროპორტში მისვლა დააგვიანა. ამერიკის დაზვერვამ დაადასტურა, რომ მალაიზიური "ბოინგი" "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს. ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ინფორმაციით კი, რაკეტის სითბური კვალი ავიალაინერთან რადარმა
დააფიქსირა. "ბოინგ 777"-ის ბორტზე შიდსთან ბრძოლის საკითხებში 100-ზე მეტი წამყვანი ექიმი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ბოინგის" ჩამოვარდნის გარემოებებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გამოიძიებს (ვრცლად იხ.გვ 5).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით