ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა - კვირის პალიტრა

ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ერთმანეთს შეეჯახა სატვირთო ავტომობილი და ის მიკროავტობუსი, რომელსაც ბულგარეთში გასტროლებზე მოზარდთა სიმღერისა ცეკვის ანსამბლი მიჰყავდა. დაიღუპა 13 წლის გოგონა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 10 კაცი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა (ვრცლად იხ. გვ 14).