ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა

ზემო ფონიჭალაში  #19 სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლი, 45 წლის ვალერი ესვანჯია მგზავრთან კამათის შედეგად გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე მგზავრმა მძღოლს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - მძღოლს დაარტყა და გაიქცა. მძღოლი წაიქცა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დაღუპული მძღოლის დაკრძალვის ხარჯებს მერია აანაზღაურებს.