გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა - კვირის პალიტრა

გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა

უზენაესმა სასამართლომ სამხედროების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა. სასამართლომ მხოლოდ ერთი პირის, ორი ინსტანციის მიერ გამართლებული მერაბ კიკაბიძის მიმართ შეცვალა გადაწყვეტილება და მას ჯარიმა დააკისრა. ამ საქმეზე ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულ 7 სამხედრო პირს საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გასული წლის აგვისტოში გამოუტანა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა. სამხედროების წამების საქმე 3 ეპიზოდს მოიცავს: სამხედროების წამებას სენაკისა და ვაზიანის საწვრთნელ ბაზებზე, ასევე ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას.