სასამართლომ უგულავას ბრალი არ დაუმძიმა - კვირის პალიტრა

სასამართლომ უგულავას ბრალი არ დაუმძიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების გირაოს უფრო მძიმე ფორმით შეცვლის თაობაზე. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას სიდედრის, ნინო კილაძის ბინას, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად არის ჩადებული, ჯერჯერობით აუქციონზე არ გაიტანენ. მოსამართლის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ გიგი უგულავა 4 ივლისის განჩინებით უკვე პატიმარია, აღარ არის მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის კიდევ ერთხელ შეფარდების აუცილებლობა.