"მოქალაქის" განცხადება
21-07-2014
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ორგანიზაცია "მოქალაქე" ერთ-ერთ გადაცემაში ჟურნალისტ ია ანთაძის ნათქვამს, რომ "ივანიშვილმა ცუდად იცის, რა არის დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება", სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ვკითხულობთ: "ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თემაზე მედიაში ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყებას და მოუწოდებს ამ დისკუსიაში ჩართულ ჟურნალისტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს, გაითვალისწინონ ახლო წარსულის მწარე გამოცდილება, როდესაც ხელისუფლების, მედიისა და საექსპერტო წრეებისგან ტირაჟირებულმა ზედაპირულმა, ხშირ შემთხვევაში კი მიზანმიმართულად დამახინჯებულმა განცხადებებმა
თუ კომენტარებმა საზოგადოებას შეუქმნა დამახინჯებული წარმოდგენა დემოკრატიის არსსა და მის რაობაზე".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით