პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს

პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას გეგმავს, განსახილველი თემა უელსის სამიტისთვის მზადება იქნება.

"ჩვენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით ევროპასთან ინტეგრაციისკენ, ჩვენ ასევე გადავდგამთ ნაბიჯებს ევროატლანტიკური სივრცისკენაც. მომავალ კვირას ჩვენ მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს, რომელიც იქნება ორიენტირებული და კონცენტრირებული სწორედ ამ საკითხებზე". შეგახსენებთ, რაც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, მას შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომა არ გამართულა.