საკრებულო მუშაობას შეუდგა
21-07-2014
საკრებულო მუშაობას შეუდგა
თბილისის ახალი საკრებულოს სხდომები ხმაურით მიმდინარეობს.  14 ივლისს გამართულ პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მესამე ნომერი გიორგი ალიბეგაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს თანამდებობის პირები პრემიას არ აიღებენ, უკვე მომდევნო სხდომაზე მიიღეს, თუმცა ეს გადაწყვეტილება საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე არ ვრცელდება. ამავე სხდომაზე სწორედ პრემიების თემის განხილვისას, პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატები ალეკო ელისაშვილი და ჯაბა სამუშია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით