მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?
21-07-2014
ეროსი კიწმარიშვილი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში, თავის ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, იქვე ეგდო მისი ცეცხლსასროლი იარაღიც. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, ოჯახსა და მის ახლობლებს ამ ვერსიის არ სჯერათ.

ეროსი კიწმარიშვილი 1964 წელს დაიბადა, განათლებით ექიმი იყო, 20 წლის წინ რუსთავში დააფუძნა ტელეკომპანია "რუსთავი 2". სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და საქართველოს ელჩი რუსეთში; 2010 წელს, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად "ქართული პარტია" დააფუძნა. მოგვიანებით ეროსი კიწმარიშვილის კუთვნილი კომპანია 3 წლის ვადით
ტელეკომპანია "მაესტროს" მართვაში გადავიდა, თუმცა, ეს თანამშრომლობა 2012 წელს სკანდალურად დასრულდა.  მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მერის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს (ვრცლად იხ. გვ 6-7)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით