ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებულია - კვირის პალიტრა

ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებულია

123  მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე დადგენილება საქართველოს პარლამენტმა ასეთი ერთსულოვნებით მიიღო. საპარლამენტო სხდომას, რომელზეც გაიმართა ოფიციალური ცერემონია, დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სრული შემადგენლობა, დიპლომატიური კორპუსი და უცხოელი სტუმრები. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "დარწმუნებული ვარ, საქართველო მზად  არის ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის. თქვენი მთავრობის ნება და ამბიციური რეფორმები არ ტოვებს ეჭვს და გვაძლევს საფუძველს, დარწმუნებული ვიყოთ ამ ნებაში".