ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებულია
21-07-2014
ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებულია
123  მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე დადგენილება საქართველოს პარლამენტმა ასეთი ერთსულოვნებით მიიღო. საპარლამენტო სხდომას, რომელზეც გაიმართა ოფიციალური ცერემონია, დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სრული შემადგენლობა, დიპლომატიური კორპუსი და უცხოელი სტუმრები. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "დარწმუნებული ვარ, საქართველო მზად  არის ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის. თქვენი მთავრობის ნება და ამბიციური რეფორმები არ ტოვებს ეჭვს და გვაძლევს საფუძველს, დარწმუნებული ვიყოთ ამ
ნებაში".  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით