ავიაკატასტროფას 116 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავიაკატასტროფას 116 ადამიანი ემსხვერპლა

ალჟირის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი "320" მალიში ჩამოვარდა. თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან 50 წუთში გაუჩინარდა. ავიალაინერი ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუდან ალჟირის მიმართულებით მიფრინავდა. Air Algerie-ს თვითმფრინავი ესპანურ ავიაკომპანია შწიფტაირ-ისგან იჯარით ჰქონდა აღებული. ბორტზე 110 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.