ოჯახური ძალადობა - კვირის პალიტრა

ოჯახური ძალადობა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში აღნუსხული ძალადობის ფაქტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ამ პერიოდის განმავლობაში სულ 1102 ფაქტია ოფიციალურად აღნუსხული, რომელშიც  2223 ადამიანი მონაწილეობდა. მოძალადეებს შორის ჭარბობენ მამაკაცები - 1 014, ხოლო ქალების რაოდენობა 82-ს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 1 010 ქალი და 117 მამაკაცი. ოჯახური ძალადობის ფორმებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%). 2013-2014 წწ. ექვსი თვის მონაცემებით  ოჯახური ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 310 პირის მიმართ, აქედან 289 მამაკაცი და 21 ქალია. დაზარალებულად კი ცნობილია 468 პირი.