ოჯახური ძალადობა
28-07-2014
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში აღნუსხული ძალადობის ფაქტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ამ პერიოდის განმავლობაში სულ 1102 ფაქტია ოფიციალურად აღნუსხული, რომელშიც  2223 ადამიანი მონაწილეობდა. მოძალადეებს შორის ჭარბობენ მამაკაცები - 1 014, ხოლო ქალების რაოდენობა 82-ს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 1 010 ქალი და 117 მამაკაცი. ოჯახური ძალადობის ფორმებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%). 2013-2014 წწ. ექვსი თვის მონაცემებით  ოჯახური ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
310 პირის მიმართ, აქედან 289 მამაკაცი და 21 ქალია. დაზარალებულად კი ცნობილია 468 პირი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით