მკვლელობა ზესტაფონში - კვირის პალიტრა

მკვლელობა ზესტაფონში

ზესტაფონში 23 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი ცოლის მკვლელობის ბრალდებით სერგეი საცერაძე დააკავეს, რომელიც შსს-ს თანამშრომელია. თვითმხილველთა ცნობით, მკვლელობა ზესტაფონის ცენტრალურ პარკში, ხალხის თვალწინ მოხდა. მკვლელობის მოტივად კი ეჭვიანობა სახელდება. სალომეს პატარა შვილი დარჩა.