ვინ იბრძოლებს დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის - კვირის პალიტრა

ვინ იბრძოლებს დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის

აფხაზეთში 24 აგვისტოსთვის დანიშნულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა. პრეზიდენტობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა, მათ შორის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ქიშმარიამ, ყოფილმა ე.წ. ვიცე-პრემიერმა ბესლან ეშბამ, დე ფაქტო შს ექსმინისტრმა ლეონიდ ძიაპშბამ, ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ და ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ასლან ბჟანიამ. ე.წ. პრეზიდენტობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი იყო აფხაზური ენის თავისუფლად ფლობისთვის ტესტირების გავლა, რაც ბესლან ეშბამ ვერ გაიარა. ამის გამო მას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.