საპატრიარქო ,,კაზანტიპის" ჩატარების წინააღმდეგია - კვირის პალიტრა

საპატრიარქო ,,კაზანტიპის" ჩატარების წინააღმდეგია

"ფესტივალ ,,კაზანტიპში" ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც", - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ასევე ვკითხულობთ: ,,კაზანტიპს" სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრობს ამდენი ,,ტურისტი" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი... ასეთი უზნეობა ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანისათვის." ფესტივალ ,,კაზანტიპის" ჩატარება ა.წ. 20-30 აგვისტოს ანაკლიაში იგეგმება.