საპატრიარქო ,,კაზანტიპის" ჩატარების წინააღმდეგია
28-07-2014
"ფესტივალ ,,კაზანტიპში" ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც", - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ასევე ვკითხულობთ: ,,კაზანტიპს" სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრობს ამდენი ,,ტურისტი" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი... ასეთი უზნეობა ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანისათვის." ფესტივალ ,,კაზანტიპის" ჩატარება ა.წ. 20-30 აგვისტოს
ანაკლიაში იგეგმება.

Zaza
18 აგვისტო 2014 14:54
ანაკლიაში პორტის აშენება დააპირეს და ატყდა ერთი ვაი-უშველებელი: არიქა, ჭაობიანი ადგილია და პორტი წყალში ჩაიძირებაო, მილიარდები დაიკარგებაო. მოვიდა კაზანტიპი, დაუფლა ტერიტორიას და კვლავ ატყდა ერთ ვაი-უშველებელი. სწორდ ამაზეა ნათქვამი:
უპატრონო თხაო მგელმა შეჭამაო გაგიგონიათ?... არაფრის გაკეთება თქვენ არ გინდათ და გამუდმებით ცდილობთ სხვებს ხელი შეუშალოთ. თქვენ მხოლოდ მათხოვრობა შეგიძლიათ და იმათხოვრეთ ვიდრე არ შეგრცხვებათ.
luxo
28 ივლისი 2014 16:23
*
rac unda ganrisxebuli da gaborotebuli iyo Seni modgmis, naTesavisa da moyvasis mimarT, eSmakebi mainc ar unda moixmo TanadgomisaTvis radgan, Sens modgmaze gamarjvebiT gaamayebulebi, aRarc Sen dagindoben; `imaTi jiSisa xaro.~

რედაქტორის რჩევით