პარლამენტარებს ხელფასი ეცოტავებათ
28-07-2014
საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატის ხელფასის გაზრდაზე ალაპარაკდა. ეს საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვისას დადგა. ხელფასების გაზრდის თაობაზე პირველი განცხადება ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა, მისი პოზიცია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმაც გაიზიარა, რომლის თქმითაც, პარლამენტარის ხელფასი შეადგენს 2.000 ლარს, დეპუტატი ხელზე იღებს 1.600 ლარს, ხოლო პრემია საქართველოს პარლამენტში 2013 წლიდან საერთოდ არ გაცემულა. აღსანიშნავია, რომ გარდა ხელფასისა, დეპუტატები დაახლოებით ამდენივე თანხას სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის დამატებით იღებენ. საბოლოო ჯამში
ეს 3.000 ლარზე ცოტა მეტი გამოდის.

ანა
28 ივლისი 2014 20:02
ესენი მანამ არ დაოკდებიან, სანამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ მოვითხოვთ.
lukho
28 ივლისი 2014 10:45
ნეტარება
როცა, შიმშილი წაშლის ზღვარს, ადამიანსა და მტაცებელ ცხოველს შორის,
მაშინ ყველა ძალა, გარდა სიკვდილისა, უძლურია, შეაჩეროს ადამიანში მხეცი. ლ.

სიკვდილს - ვარქმევ ნეტარებას, თუ იქნება უფლის ნება,
სანამ ჩემში, ‘’მე” მკვდება, და ურჩხული გაცოცხლდება.
ღმერთო! ცოდვათ ნუ ჩამითვლი, თუ საჭმელზე თვალი მრჩება,
სხვისი, რომ მშურს ფუფუნება, სულს შური რომ, ეპარება,

ვიცი სახით უჟმური ვარ, დარდი, დარდზე მემატება,
ვიღაც სკდება ორაგულით მე, ქაფშიაც მენატრება.
- გაცინება, რას მიქვია, ღიმილიც არ მეკარება,
გაზაფხული ახლოვდება, მე ზამთარი მესიზრმება,

. . . ღმერთო! ღმერთო! გაღიმების,
მეც მომეცი ერთხელ ნება.

რედაქტორის რჩევით