ნატოელი სტუმრები - კვირის პალიტრა

ნატოელი სტუმრები

თბილისში უმასპინძლეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი ხელმძღვანელობდა. დელეგაცია შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ნატოს მომავალ სამიტთან დაკავშირებული საკითხები. "ნატოს სამიტზე მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილებები, რომელიც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას." - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. ასამბლეის პრეზიდენტის თქმით კი, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება მხოლოდ სიტყვებითა და განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს და საჭიროა გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები.