7 მინისტრი შეიცვალა - კვირის პალიტრა

7 მინისტრი შეიცვალა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობაში 7 მინისტრი შეცვალეს. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის საკითხების მინისტრებს შეეხო. პარლამენტმა შეცვლილ მინისტრთა კაბინეტს ნდობა ხელახლა გამოუცხადა. სოზარ სუბარმა და ელგუჯა ხოკრიშვილმა სასჯელაღსრულებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთა სავარძლებიდან დევნილთა და განსახლების და გარემოს დაცვის სამინისტროებში გადაინაცვლეს. სოფლის მეურნეობის მინისტრად  ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრად გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრად  დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი - გელა დუმბაძე დაამტკიცეს. კულტურის მინისტრი, რომლის შერჩევა ყველაზე მეტად გAAართულდა, მიხეილ გიორგაძე გახდა.