სტიქიას სამი კაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სტიქიას სამი კაცი ემსხვერპლა

ვანის რაიონში სტიქიას 3 კაცი ემსხვერპლა. კოკისპირული წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე კვინისწყალმა ხიდი ჩაანგრია და მასზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილი მდინარეში ჩავარდა.

მაშველებმა ავტომობილში მყოფი ხუთი მგზავრიდან ორი გადაარჩინეს. სტიქიამ დააზარალა სოფელ ამაღლების მოსახლეობაც - სახლებში შევარდა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწა, დაიხოცა შინაური ფრინველი და ცხოველი. ვითარებას ადგილზე გაეცნო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ვანში სტიქიის გამო დაღუპულთა ოჯახებისთვის 13.500 ლარი გამოიყო.