ნარმანია მუშაობას შეუდგა - კვირის პალიტრა

ნარმანია მუშაობას შეუდგა

დავით ნარმანია თბილისის მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მან მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე - კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, დანარჩენ მოადგილეებად კი ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე წარადგინა.

უკვე ცნობილია თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატების ვინაობაც: საბურთალოს გამგებლად წარდგენილია ბექა მიქაუტაძე, ვაკის გამგებლად გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდის გამგებლად გელა არჩვაძე, ჩუღურეთის გამგებლად ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის გამგებლად ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის გამგებლად ზაზა გაბუნია, გლდანის გამგებლად ბესიკ ქარცივაძე, კრწანისის გამგებლად გიორგი კოპალეიშვილი, ისნის გამგებლად ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორის გამგებლად კი მამუკა ჩოქური. თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას საკრებულოს დასამტკიცებლად 6 აგვისტოს წარუდგენენ.