სიგუა მოხსნეს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სამინისტროს ხელმძღვანელობამ სიგუა გათავისუფლებამდე სამსახურის ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო არაერთხელ სიტყვიერად გააფრთხილა.