პრეზიდენტმა 280 პატიმარი შეიწყალა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა 280 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 280 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით: "შეწყალების კომისიამ სულ 2743 საქმე განიხილა. მათგან 1228 განცხადება სრულად აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომელიც განსაზღვრულია შეწყალების კომისიის დებულებით. შეწყალებულია 280 მსჯავრდადებული, აქედან 8 ქალი და 10 არასრულწლოვანია. შეწყალების შედეგად საპატიმრო დაწესებულებიდან სულ 169 პატიმარი გათავისუფლდა, დანარჩენ 111 მსჯავრდადებულს შეწყალების აქტით სასჯელი შეეცვალა, ზოგს გაუნახევრდა, ზოგსაც მესამედი ჩამოაკლდა".