სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა
04-08-2014
საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციისა და თავდაცვის ყოფილ მინისტრებთან ერთად, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, პროკურატურამ ბრალი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე წაუყენა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. მათთან ერთად ბრალდებული არიან პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის ექსმერი გიგი უგულავა და ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელთაც პატიმრობა სხვა
საქმეებზე აქვთ მისჯილი. ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით