განხეთქილების რუკა
04-08-2014
ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო მატჩი  აზერბაიჯანში ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის არეულობით დასრულდა. ამის მიზეზი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე გამოკიდებული საქართველოს რუკა გახდა, რომელზეც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო წარმოდგენილი. დააკავეს რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, რომლებსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებთან კონფლიქტი მოუვიდათ. ისინი მალევე გაათავისუფლეს. მომხდარის შემდეგ ერთმანეთთან ტელეფონით ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და ეს საკითხიც განიხილეს. (ვრცლად იხ. გვ 14, 42)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით