რუსეთის საპასუხო ნაბიჯი - კვირის პალიტრა

რუსეთის საპასუხო ნაბიჯი

რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას. როგორც რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტშია ნათქვამი, ეს პასუხია საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე. ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, "რაიმე სახის პროდუქციის შეზღუდვაზე ან აკრძალვაზე ლაპარაკი არ არის. თუ ადრე ქართული პროდუქცია დაუბეგრავად შედიოდა რუსულ ბაზარზე, ამ პროექტის ამოქმედების შემდეგ უკვე დაბეგვრის რეჟიმში გადავა და გარკვეულ სატარიფო შეზღუდვებს დაექვემდებარება". საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.