მოსმენების შესახებ კანონი დამტკიცებულია
04-08-2014
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, ე. წ. კანონი "მოსმენების შესახებ" პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ფარული მიყურადება, თვალთვალი, სატელეფონო მოსმენები და პერსონალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები, სისხლის სამართლის საპროცესო ღონისძიებების ნაწილი გახდა. გადაწყდა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს პარლამენტი აირჩევს, რომელიც სწორედ მის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. ფარული მოსმენის უფლება მხოლოდ გარკვეული დანაშაულებისას გაიცემა. რეგლამენტირებული ხდება ისიც, თუ ვინ არის ფარული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელი. ჯერ უცნობია, თუ
ვის მიუწვდება ხელი პერსონალური მონაცემების ე.წ. "გასაღებზე". ამ საკითხზე დისკუსია სამუშაო ჯგუფში კვლავ გაგრძელდება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით