"არ უნდა შევეჩვიოთ ბოროტებას" - კვირის პალიტრა

"არ უნდა შევეჩვიოთ ბოროტებას"

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქადაგებისას ბრძანა: "ადამიანმა თავისი სამშობლო და ახლობლები რომ დააფასოს, ალბათ, უცხოეთში უნდა წავიდეს. იქ იხილავს სამშობლოს სიდიადეს, სიწმინდეს. ასე დავინახე მეც. ასე დიდხანს, სამი კვირა, არასდროს ვყოფილვარ უცხოეთში. საქართველო მართლა განსაკუთრებული ქვეყანაა, მართლა ღვთისმშობლის წილხვედრია... შეიძლება უცხოეთში მეტი მატერიალური სიდიადეა, მაგრამ ის, რაც მთავარია, რაც კვებავს სულს, გონებასა და სულიერ სამყაროს, არსად არის იმდენი, რაც საქართველოშია. ყველაფერმა შეჩვევა იცის - სიკეთემაც და ბოროტებამაც. ამიტომ არ უნდა შევეჩვიოთ ბოროტებას, არ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი იყოს მატერიალური დოვლათი. მატერიალურ დოვლათზე მეტი სულიერი დოვლათი, სულიერი სიწმინდეა და ამას უნდა გავუფრთხილდეთ".