ამერიკელი ჟურნალისტი ბარბაროსულად მოკლეს
25-08-2014
ამერიკელი ჟურნალისტი ბარბაროსულად მოკლეს
მსოფლიო შეძრა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა, რომელზეც ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოლისთვის თავის მოკვეთაა ასახული. "ბოევიკების" განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობა აშშ-ის მიერ ერაყში განხორციელებული თავდასხმების საპასუხო შურისძიებაა. 40 წლის ჯეიმს ფოლი ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებისთვის წლების განმავლობაში მუშაობდა. ის ტერორისტებმა 2012 წელს სირიაში გაიტაცეს და მას შემდეგ დაკარგულად მიიჩნეოდა. "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" მონაცემებით, 1992 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მსოფლიოში 1 070 ჟურნალისტი მოკლეს. ამ პერიოდში ყველაზე მეტი, 165
ჟურნალისტი, ერაყშია მოკლული (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით