"ყინულიანი წყლის აქცია" - კვირის პალიტრა

"ყინულიანი წყლის აქცია"

საქველმოქმედო "ყინულიანი წყლის აქციაში", რომელიც ამიოტროპული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერად მთელმა მსოფლიომ აიტაცა, საქართველოც აქტიურად ჩაერთო. ქართველი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები, მსახიობები, სპორტსმენები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს ცივი წყლის გადასხმაში ეჯიბრებიან. შეჯიბრების არსი მდგომარეობს შემდეგში: ის, ვინც თავზე ყინულიან წყალს ისხამს, დაავადებულთა დასახმარებლად 10 დოლარს რიცხავს და თან ქველმოქმედებისთვის სამ მეგობარს იწვევს. თუ ისინი უარს იტყვიან აქციაში მონაწილეობაზე, მაშინ ALშ-ის ფონდში 100 დოლარი უნდა ჩარიცხონ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).