ნარმანიამ "სითი პარკს" შეუტია - კვირის პალიტრა

ნარმანიამ "სითი პარკს" შეუტია

თბილისის მერია კომპანია "სითი პარკთან" არსებული ხელშეკრულების შეცვლას გეგმავს - ამის შესახებ განცხადება თბილისის მთავრობის წევრებმა "სითი პარკის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთეს. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ის "სითი პარკის" ხელმძღვანელობას სექტემბრის ბოლომდე აძლევს ვადას, რათა ხელშეკრულებაში გონივრული, გაანგარიშებასა და მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ცვლილებები შეიტანონ. "ეს ხელშეკრულება არ ემსახურება ხალხისა და ქალაქის ინტერესებს. ის კონკრეტული ფირმის და მასთან დაკავშირებული პირების გამდიდრების საშუალებაა." - განაცხადა ნარმანიამ. აღსანიშნავია ერთიც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის დაქვემდებარებულ 13 ორგანიზაციას ნარმანიას მოთხოვნით ამოწმებს.