ანგელა მერკელი საქართველოს 2015 წლის გაზაფხულზე ეწვევა
25-08-2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტელეფონით ისაუბრეს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა და ანგელა მერკელმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს უელსის სამიტიც იყო. ანგელა მერკელმა საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. გერმანიის კანცლერმა პრემიერს განუცხადა, რომ ის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, სავარაუდოდ, 2015 წლის გაზაფხულზე ეწვევა. თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შორის შედგა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით