ღარიბაშვილი სომხეთს სტუმრობდა
25-08-2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც შეხვდა სომხეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. შეხვედრებზე ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური პოლიტიკა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ასევე გახმაურდა ინფორმაცია, რომ საქართველო და სომხეთი ერთობლივად "მეგობრობის ხიდს" ააშენებენ. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის იმართებოდეს არა მხოლოდ უმაღლესი დონის შეხვედრები, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა დარგობრივ უწყებებს შორის. ვისაუბრეთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და განვიხილეთ
თანამშრომლობის ფართო სპექტრი." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით