"ჩვენში აუცილებლად მოხდება ფერიცვალება" - კვირის პალიტრა

"ჩვენში აუცილებლად მოხდება ფერიცვალება"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ფერისცვალების დღესასწაულზე იქადაგა: "ვფიქრობთ, როდის მოხდება ფერიცვალება საქართველოში და დაწყებულია თუ არა ეს ფერიცვალება? მრავალი განსაცდელის წინაშე დგას კაცობრიობა, რომელიც თანდათან კარგავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, საქართველო კი პირიქით, ძლიერდება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ნაწინასწარმეტყველებია, რომ საქართველო გაბრწყინდება, ეს პროცესი, ეს ფერიცვალება, ეს გაბრწყინება დაწყებულია. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის... ჩვენში აუცილებლად მოხდება ფერიცვალება, მადლი, რომელიც შეცვლის ჩვენს ფიზიკურ და სულიერ ბუნებას. საქართველო დაეხმარება სხვა ერებსაც ამ ფერიცვალებაში."