ხაჯიმბამ გაიმარჯვა - კვირის პალიტრა

ხაჯიმბამ გაიმარჯვა

24 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. - მან ხმათა 50,57% მიიღო. ხაჯიმბას მთავარმა კონკურენტმა, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს უფროსმა, ასლან ბჟანიამ ხმათა 35,91% დააგროვა.  ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის რეზიდენციაში მიიღო. კრემლის ინფორმაციით, შეხვედრისას მათ თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე, აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდასა და აფხაზეთში რუსი ინვესტორების მიზიდვაზე ისაუბრეს.