მელნიკოვს დეკემბერში გაათავისუფლებენ?
01-09-2014
"თუ მთავარ პროკურატურასა და ოლეგ მელნიკოვს შორის საპროცესო შეთანხმებას სასამართლო დაამტკიცებს, ოლეგ მელნიკოვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ორი წლით პირობითი მსჯავრი, ორი წლით გამოსასწორებელი ვადა და ერთი წლით საჯარო სამსახურში საქმიანობის ჩამორთმევის უფლება განესაზღვრება", - განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა. ამის საფუძვლად კი დაასახელა ის, რომ მელნიკოვმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლა. ოლეგ მელნიკოვი კიევში 2012 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. ორწლიანი პატიმრობა, რომელიც მელნიკოვს საპროცესო გარიგების შემთხვევაში შეეფარდება, 2014 წლის დეკემბერში
იწურება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით