სერგეენკო უკრაინაში ჩავიდა - კვირის პალიტრა

სერგეენკო უკრაინაში ჩავიდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინული მხარე მომარაგდება მედიკამენტებით, სამედიცინო ტექნიკით, საჭიროების შემთხვევაში კი პაციენტებს სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის საქართველოში ჩამოიყვანენ. მინისტრის თქმით, ქართული მხარე უკრაინას ასევე დაეხმარება სამედიცინო დახმარების სპეციალური კომპაქტური აფთიაქებით, რომელთა მეშვეობითაც ავადმყოფები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღებას შეძლებენ. შეიქმნა ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციის მუდმივ რეჟიმში იმუშავებს.