სააკაშვილი სარფის საბაჟოზე
01-09-2014
30 აგვისტოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის ტერიტორიაზე, სარფის საბაჟოზე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა. სააკაშვილმა შეხვედრაზე ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რომლებიც სარფის საბაჟოზე იმ პერიოდისთვის იყო შექმნილი. მოშლილმა ელექტრონულმა სისტემამ საბაჟოსთან დიდი რიგები გამოიწვია, რაც სააკაშვილმა შევარდნაძის დროინდელ წარსულში დაბრუნებად შეაფასა. "ეს რომ მომხდარიყო ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, ბევრი თანამდებობის პირი დაკარგავდა სამსახურს", - განაცხადა სააკაშვილმა. ექსპრეზიდენტთან შეხვედრას პარტიის ლიდერები დაესწრნენ, მათ შორის ლევან ბეჟაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, აკაკი ბობოხიძე, ზაზა ბიბილაშვილი,
გოკა გაბაშვილი, ნუგზარ წიკლაური, გიორგი ვაშაძე და სხვები. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები უკვე მიმდინარეობს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით